პაკისტანმა ირანთან სახმელეთო საზღვარი დახურა

პაკისტანმა ირანთან სახმელეთო საზღვარი დახურა

გუშინ, 19:42 - 2025
119
       

ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე დაპირისპირების ფონზე პაკისტანმა ირანთან სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა.
 

„ორ ქვეყანას შორის ყველა საზღვარი დაიხურა როგორც ვაჭრობისთვის, ისე ფეხით მიმოსვლისთვის, მას შემდეგ რაც ირანმა თავად დაიწყო ჩაკეტვის პროცესი“, - უთხრა პაკისტანის ბელუჯისტანის პროვინციის მთავრობის წარმომადგენელმა, შაჰიდ რინდმა სააგენტო Anadolu-ს.

 
მისი თქმით, საზღვარი ღია დარჩება პაკისტანის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამჟამად ირანში იმყოფებიან და უკან დაბრუნება სურთ.
 
„ირანში შესვლა ნებადართული შემდგომი შეტყობინების მიღებამდე არ იქნება“, - აღნიშნა რინდმა.

 
პაკისტანის სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, რეგიონში მზარდი დაძაბულობის ფონზე ავიახაზებმა პაკისტანიდან ირანისა და ერაყის რამდენიმე ქალაქში მიმავალი რეისები გააუქმეს.
 
ცნობისთვის, ირანსა და პაკისტანს შორის 909 კილომეტრიანი სახმელეთო საზღვარია, რომელიც პაკისტანის ბელუჯისტანს ირანის სისტან-ბელუჯისტანის პროვინციისგან ყოფს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები