„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) კვლევის თანახმად, კითხვაზე, „ამ შაბათს რომ იმართებოდეს არჩევნები, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შემდეგი არჩევანი რომ გქონდეთ“ მოსახლეობის განწყობა ასე განაწილდა:
„ქართული ოცნება“ - 26,5%;
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ - 10,8%;
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 8,6%;
„ძლიერი საქართველო“ - 7,4%;
„გახარია საქართველოსთვის“ - 6,4%;
„გირჩი“ - 1,1%;
არ მივცემდი ხმას - 7,4%;
ცარიელს დავტოვებდი - 1,7%;
სხვა პარტიები - 3,8%;
არ ვიცი - 16,9%;
მირჩევნია არ ვუპასუხო - 9,3%.
თბილისსა და რეგიონებს შორის მონაცემები განსხვავებულია, კერძოდ:
„ქართული ოცნება“ - თბილისი - 16,7%; რეგიონი 30,6%;
„კოალიცია ცვლილებისთვის“ - თბილისი - 13,7%; რეგიონი 9,7%;
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - თბილისი - 6,9%; რეგიონი 9,4%;
„ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, მოქალაქეები“ - თბილისი - 7,3%; რეგიონი 7,5%;
„გახარია საქართველოსთვის“ - თბილისი - 10,3%; რეგიონი 4,8%;
„გირჩი“ - თბილისი - 2,7%; რეგიონი 0,4%.
სხვა პარტიები - თბილისი - 4,7%; რეგიონი 3,5%;
არ ვიცი - თბილისი - 18,7%; რეგიონი 16,1%;
მირჩევნია არ ვუპასუხო - თბილისი - 6,2%; რეგიონი 10,6%;
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) რაოდენობრივი ტიპის კვლევა 2025 წლის 5-20 მაისის შუალედში ჩაატარა, რომელიც საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის 2000 რესპონდენტს დაეყრდნო. გამოყენებულია პირისპირი ინტერვიუს მეთოდი. რესპონდენტებთან შედგა პირისპირ ინტერვიუ. რაც შეეხება შერჩევის ცდომილებას, განსაზღვრულია ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით. მონაცემების შეწონვა მოხდა დემოგრაფიული ცვლადების (სქესი, ასაკი, განათლების დონე, რეგიონები, ქალაქი/სოფელი), აგრეთვე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით. კვლევა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC - თან თანამშრომლობით განახორციელა.