ნეთანიაჰუ: ირანი დიდ ფასს გადაიხდის

ნეთანიაჰუ: ირანი დიდ ფასს გადაიხდის

დღეს, 00:22 - 2025
186
       

„ირანი ძალიან დიდ ფასს გადაიხდის ქალების, ბავშვებისა და უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისთვის - და ეს მალე მოხდება. აქ ვარ (თელ-ავივის სამხრეთით მდებარე ქალაქი ბათ იამი), შემთხვევის ადგილზე, სამაშველო ძალებთან და შიდა ფრონტის სარდლობასთან ერთად. ისრაელის ხალხის სახელით - ვუსამძიმრებთ ოჯახებს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს: დაემორჩილეთ მითითებებს - ეს სიცოცხლეს გადაარჩენს. ეგზისტენციალურ ბრძოლაში ვართ, სასტიკ მტერს ვუპირისპირდებით, რომელიც განადგურებას გეგმავს. ჩვენი ჯარისკაცები და პილოტები მამაცურად იბრძვიან. ეს ხსნის ომია. ჩვენ მათ ერთი დარტყმით გავანადგურებთ, და გავიმარჯვებთ“, - წერს სოციალურ ქსელში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები