ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) სამხედრო საწარმოებთან ახლოს მყოფ ირანის მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს.
განცხადებას IDF-ის არაბული პრესსამსახურის სპიკერი სპარსულ ენაზე ავრცელებს.
„ყველა პირი, ვინც ამჟამად იმყოფება ან მოსალოდნელია, რომ იქნება სამხედრო იარაღის საწარმოო ობიექტებსა და მათთან დაკავშირებულ დაწესებულებებთან ახლოს, დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს აღნიშნული ტერიტორიები და არ დაბრუნდეს იქამდე, სანამ ამის შესახებ დამატებითი მითითება არ გაიცემა. ამ ობიექტებთან ახლოს ყოფნა საფრთხეს უქმნის თქვენს სიცოცხლეს“, - ნათქვამია განცხადებაში.