უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, დრონების გამოყენებით ზაპოროჟიეს რეგიონში რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები გაანადგურეს.
განადგურებულია 3 საჰაერო სისტემა.
„უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის აქტიური ოპერაციების დეპარტამენტის დრონების ოპერატორებმა დროებით ოკუპირებულ ზაპოროჟიეს რეგიონის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს და გაანადგურეს რუსი ოკუპანტების ძვირადღირებული საჰაერო თავდაცვის სისტემები“, - ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.