ისრაელში ირანის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ისრაელში ირანის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

15-06-2025, 11:50 - 2025
1 400
       

ისრაელში ირანის მიერ ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა.
 
ინფორმაციას CNN-ი ისრაელის სამძებრო-სამაშველო ორგანიზაცია ZAKA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
 
მათივე ინფორმაციით, ექვსი ადამიანი ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ბათ-იამში დაიღუპა, სადაც დარტყმა საცხოვრებელ შენობაზე განხორციელდა.
 
კიდევ ოთხი ადამიანი კი ჩრდილოეთ ქალაქ ტამრაში დაიღუპა, სადაც ასევე შენობები დაზიანდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები