ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) პრესსპიკერის, გენერალ ეფი დეფრინის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ისრაელის საჰაერო ძალების დარტყმების მთავარი სუბიექტი თეირანი იყო.
„ამ დროისთვის, საჰაერო ძალების პილოტები დარტყმებს აგრძელებენ და მნიშნველოვანი იერიშები მიაქვთ ირანის სხვადასხვა რეგიონზე. დაბომბვების სერია, 150-ზე მეტი სამიზნის წინააღმდეგ, 40 საათია, უწყვეტად მიმდინარეობს“, - თქვა დეფრინმა პრესკონფერენციაზე.
IDF-ის პრესსპიკერის თქმით, თეირანიდან „მკვლელი ტერორის რეჟიმი იმართება, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს სრულიად დასავლური სამყაროსთვის“.
პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ირანის თავდაცვის სისტემებზე გუშინდელი ღამის იერიშების შედეგად, „ისრაელის ასობით ავიაგამანადგურებელი და საბრძოლო თვითმფრინავი ამჟამად დასავლეთ ირანისა და თეირანის თავზე საჰაერო უპირატესობას ფლობენ“.
„საბრძოლო თვითმფრინავები იერიშების ტალღას მიაქვთ სტრატეგიულ სამხედრო ინდუსტრიულ სამიზნეებზე, ბირთვული პროგრამის ობიექტებსა და ირანული ტერორის ხელმძღვანელობის მაღალჩინოსნებზე“, - დაამატა დეფრინმა.