ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი: თეირანამდე გზა გახსნილია

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი: თეირანამდე გზა გახსნილია

გუშინ, 21:40 - 2025
295
       

„ისრაელმა ჩაატარა ყველაზე მასშტაბური საჰაერო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის ბირთვული პროგრამის შეჩერებას“, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ეფი დეფრინმა განაცხადა.
 

„70-ზე მეტმა საბრძოლო თვითმფრინავმა შეძლო ორსაათ-ნახევრის განმავლობაში თეირანის თავზე ფრენა და 40-ზე მეტ სამიზნეზე დარტყმა. თეირანამდე გზა გახსნილია“, - განაცხადა დეფრინმა.

 
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ გაანადგურეს ირანის საჰაერო თავდაცვა. დეფრინის თქმით, ეს ირანის ყველაზე ღრმა ტერიტორიაა, სადაც ისრაელის საჰაერო ძალებს მანამდეც უმოქმედიათ.
 
„ჩვენ დავამყარეთ საჰაერო თავისუფლება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ვიმოქმედოთ და ავიცილოთ ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული საფრთხეები“, - განაცხადა დეფრინმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები