გომელაური: გახარიას ვუთხარი, რომ არ შეიძლებოდა, შეიძლება ომის წინაშე დავმდგარიყავით

გომელაური: გახარიას ვუთხარი, რომ არ შეიძლებოდა, შეიძლება ომის წინაშე დავმდგარიყავით

გუშინ, 21:07 - 2025
280
       

„როცა გავიგეთ, რომ ტრაქტორები მუშაობდნენ და იქ უნდა გაკეთებულიყო ახალი საგუშაგო, დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა“, - ამის შესახებ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
 
მისი თქმით, ომი ყველაზე დიდი რისკი იყო, თუმცა პრობლემაა ისიც, რომ მოქალაქეებმა მიწა დაკარგეს.
 

„ომი ყველაზე დიდი რისკია, შესალოა იქ ამ რისკის მხოლოდ 10% იყო, თუმცა ასობით ჰექტარი მიწის დაკარგვა პრობლემა არ არის ჩვენი ქვეყნისთვის? ჩემთვისაც ომია ერთ-ერთი მთავარი თემა, თუმცა ომი თუ არ მოხდა და ნახევარი საქართველო თუ წაიღეს ეს პრობლემას და საფრთხეს არ ქმნის? ჩემთვის პრობლემაა თითოეული მეტრი მიწაც და ყველასთვის. ტყეში დღეს გელეხები ვეღარ შედიან, ჩადით და კითხეთ. საძოვრები იყო, ტყე იყო ვეღარ შედიან, ამის მერე მოხდა ეს ყველაფერი და მე ეს პრობლემად მიმაჩნია, შესაძლოა ომიც მომხდარიყო ელემენტარულად“, - განაცხადა გომელაურმა.

 
ამასთან გომელაური განმარტავს, ზოგადად, როგორ ხდება საგუშაგოს გაკეთების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
 
„გახარია სულ რამდენიმე წელი იყო მინისტრი, მე 2013 წლიდან მოადგილე ვიყავი და ჩემს საკურატოროში შემოდიოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, რომელიც წინა ხაზზე დგას. ასევე მინისტრი ვიყავი, შემდეგ უსაფრთხოების სამსახურში გადავედი. ასე არ ხდებოდა, რომ რაღაც საფრთხე გაიგო შინაგან საქმეთა მინისტრმა და წავედი ახლა მე იქ საგუშაგო უნდა ჩავდგა. ასეთი რამ დაუშვებელია. ამას შეიძლება მართლა დიდი უბედურება მოჰყვეს. გაგვიკეთებია ჩვენ მოძრავი საპატრულო ჯგუფები, შეგვითანხმებია, დაგვიმატებია. საგუშაგო კი არ ჩაგვიდგია, არამედ მიგვიწევია საპატრულო მანქანები, სპეცდანიშნულების რაზმები, რომლებიც იქ მოძრაობდნენ ჩვენი მოქალაქეების დაცვის მიზნით. ვფიქრობ, არცერთ შემთხვევაში არ უნდა ჩაედგა, თუმცა გიორგი გახარია იქნებოდა, ვახტანგ გომელაური თუ ვინ, ეს უნდა შეეთანხმებინა უსაფრთხოების სამსახურთან, შემდეგ ერთობლივი ინფორმაცია, დამუშავებული უნდა წასულიყო პრემიერ-მინისტრთან, შემდეგ უნდა დაგვებარებინა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და გვეთქვა, ან თქვენ დაარეგულირეთ, ან ჩვენ ეს უნდა შევიყვანოთ. ეს არ მომხდარა. ყოველ შემთხვევაში ჩემთან არ შეუთანხმებია და თუ სხვაგან შეათანხმა... ყველა თავისას იტყვის“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 
რაც შეეხება იმას, რა მიზანი ჰქონდა გიორგი გახარიას საგუშაგოს გაკეთებისთვის, გომელაური ამბობს, რომ არ იცის და ეს თავად გახარიამ უნდა თქვას.
 
ამასთან, კითხვაზე, რა გააკეთა მას შემდეგ, რაც აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო, გომელაური ამბობს, რომ რაც მისი, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილება იყო, ის გააკეთა.
 
„რა გამეკეთებინა უსაფრთხოების სამსახურს, მივსულიყავი და ტრაქტორები მომეტაცებინა? რაც ჩემი უფლებამოსილება იყო, ის გავაკეთე. დეტალებს ვერ მოვყვები. ნახავენ, რაც გავაკეთე. თუ ბრალეულობა მიმიძღვის, მზად ვარ, პასუხი ვაგო. რა უფლებამოსილებაც უსაფრთხოების სამსახურის უფროსს აქვს, ეს გავაკეთე“, - განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, ის საგუშაგოს გაკეთების წინააღმდეგი იყო.
 
„ვადასტურებ, რომ კომუნიკაცია მქონდა რა თქმა უნდა, ბატონ გახარიასთან, წინააღმდეგი ვიყავით, არამარტო მე, არამედ მთელი სამსახური, ჩვენ და სამსახურსაც დიდი გამოცდილება გვქონდა, სამსახურსაც დიდი გამოცდილება აქვს. ასევე ოთხოზორიას თემაც გვახსოვს, ლამის დაიძაბა და დიდი უბედურება მოხდა, ეს ადამიანი დაიღუპა და ამას შემდეგ შესაძლოა კიდევ უფრო დიდი რამე მოჰყოლოდა, ხალხის დახოცვა“, - განაცხადა გომალაურმა.

 
მისივე თქმით, გიორგი გახარიას სხვა რამ ურჩიეს, თუმცა მან უპასუხა, რომ საფრთხეები იყო და საგუშაგო უნდა გაკეთებულიყო.
 
„ჩვენი გამოცდილებით სხვა რამ ვურჩიეთ, მაგრამ გახარიამ გვიპასუხა, რომ - „საფრთხეებია დიდი და უნდა გავაკეთოთ“. კარგით მიხედეთ-თქო, თქვენი საქმის თქვენ იცით, ხელმძღვანელობაა, პრემიერია, სუს-ის ხელმძღვანელი ქვეყნის მმართველი ხომ არ არის?! ყველა ჩავაყენეთ საქმის კურსში“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები