ისრაელის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა თეირანში ირანის საჰაერო თავდაცვის ინფრასტრუქტურას დაარტყეს.
ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
„ომის დაწყების შემდეგ პირველად, საჰაერო ძალების ათობით გამანადგურებელმა თეირანის ცაზე იფრინა, ისრაელიდან 1500 კილომეტრის დაშორებით და თეირანის ტერიტორიაზე თავდაცვის სისტემებს დაარტყა“, - განაცხადა ისრაელის საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა, ტომერ ბარიმ.
მისი თქმით, ისრაელის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა ირანის დედაქალაქში საჰაერო დარტყმების რამდენიმე ტალღა განახორციელეს.
„გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ეგზისტენციალური საფრთხის წინააღმდეგ პროფესიონალიზმითა და სიზუსტით გვემოქმედა“, - აღნიშნა ისრაელის საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა.