რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

გუშინ, 13:54 - 2025
190
       

სტავროპოლის მხარეში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
 
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სტავროპოლის მხარის გუბერნატორზე, ვლადიმერ ვლადიმეროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
 
სტავროპოლის მხარის გუბერნატორის განცხადებით, დრონის ნამსხვრევები ქალაქ ნევინომიისკში მდებარე ქიმიური ქარხნის „ნევინომიისკის აზოტის“ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
 
მედიის ინფორმაციით, „ნევინომიისკი აზოტი“ რუსეთში აზოტოვანი სასუქების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები