ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ისრაელის თავდასხმების შედეგად ორი მაღალი რანგის ირანელი გენერალი დაიღუპა.
დაღუპულებს შორის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალი ღოლამრეზა მეჰრაბი და ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალი მეჰდი რაბანი არიან.
სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, ისინი „მოწამებრივად დაიღუპნენ“.
მანამდე, ირანის სამთავრობო მედიამ დაადასტურა, რომ იერიშებისას მოკლული იქნა სულ მცირე ოთხი მაღალი რანგის გენერალი, ერთი პოლიტიკოსი და ორი მეცნიერი.
მოკლულ სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის IRGC-ს მეთაური ჰოსეინ სალამი, გენერალ-მაიორი მოჰამედ ბაღერი, IRGC-ს საჰაერო-კოსმოსური ძალების ხელმძღვანელი, ამირ ალი ჰაჯიზადე და გენერალი გოლამალი რაშიდი არიან.