ისრაელში ირანის სარაკეტო შეტევის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანია დაშავებული

ისრაელში ირანის სარაკეტო შეტევის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანია დაშავებული

14-06-2025, 03:03 - 2025
1 249
       

ისრაელის საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, ირანის სარაკეტო შეტევის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანია დაშავებული, საიდანაც ორის მდგომარეობა მძიმეა.
 
ამის შესახებ CNN წერს. მათივე ცნობით, სხვადასხვა საავადმყოფოდან მიღებული ინფორმაციას იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ დაშავებულთა რაოდენობა შესაძლოა, მეტი იყოს.
 
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანმა ჯამში 150 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
 
ირანის სახელმწიფო მედიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ თეირანმა ისრაელის მიმართულებით „ასობით სხვადასხვა ბალისტიკური რაკეტა“ გაუშვა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები