ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.
„მთელი ისრაელი ცეცხლის ქვეშაა, მას შემდეგ რაც ირანმა რაკეტები გაუშვა.. ირანული თავდასხმა გრძელდება. ისრაელის მიმართულებით ათობით დამატებითი რაკეტაა გაშვებული“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
მედიის ცნობით, თელ-ავივში აფეთქებების ხმა ისმის და კვამლი ჩანს.
ისრაელის თავდაცვის ძალები საზოგადოებას მოუწოდებენ რაკეტების დარტყმის ლოკაციები და ფოტოები არ გაავრცელონ, ვინაიდან „მტერი თვალს ადევნებს კადრებს საკუთარი შეტევითი შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად“.