ოკუპირებულ დონეცკში რუსებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნენს | განადგურდა СУ-25

ოკუპირებულ დონეცკში რუსებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნენს | განადგურდა СУ-25

13-06-2025, 22:38 - 2025
681
       

რუსი სამხედრო ბლოგერების თანახმად, უკრაინაში დონეცკის ოლქში ოკუპირებული სოლედარის დასახლებასთან СУ-25 ტიპის რუსული მოიერიშე თვითმფრინავი მეორე СУ-25-ის ცეცხლის შედეგად ჩამოვარდა.
 
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმა თვითმფრინავმა მეორეს შეცდომით ცეცხლი გაუხსნა და უმართავი რაკეტა ესროლა.
 
პრორუსი სამხედრო ბლოგერის, Fighterbomber-ის თანახმად, ჩამოვარდნილი თვითმფრინავის პილოტმა კატაპულტირება მოასწრო და გადარჩა, ამჟამად კი საავადმყოფოში იმყოფება.
 
უკრაინული გამოცემა Мілітарний აღნიშნავს, რომ  СУ-25-ის ტიპის თვითმფრინავები საშუალოდ 40 წლისაა და ბოლო დროს უფრო და უფრო მეტი ტექნიკურ ხარვეზებსა და საგანგებო მდგომარეობებს აწყდება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები