„ირანი აღჭურვილია და წლების განმავლობაში ომისთვის მზად არის“, - ამის შესახებ ირანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალმა აზიზ ნასირზადემ განაცხადა.
ირანის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ირანელი მეთაურების მკვლელობა არ გამოიწვევს შეიარაღებული ძალების ნებისყოფის, ქვეყნის დაცვის მზადყოფნის დარღვევას.
„სიონისტური რეჟიმის ბოროტება და დანაშაულები უდავოდ შეამცირებს მათ ბოროტ, უბედურ ცხოვრებას და გააძლიერებს ძლიერი ირანის ეროვნულ გადაწყვეტილებას, თავდაცვით და შეტევით ძალას ამ ბოროტი რეჟიმის დასამხობად. ჩვენ სრულად მზად ვართ და ყველანაირად დავუჭერთ მხარს ჩვენს ოპერატიულ ძალებს. ჩვენ მზად ვართ მრავალწლიანი ბრძოლისთვის და შეიარაღებული ძალები სრულად არიან აღჭურვილნი. სიონისტი დამნაშავეები ჩვენი შეიარაღებული ძალებისგან აუცილებლად უნდა ელოდონ გამანადგურებელ და სინანულის გამომწვევ პასუხს“, - განაცხადა აზიზ ნასირზადემ.