ირანის პრეზიდენტი: ისრაელს ვაიძულებთ, ინანოს თავისი სულელური საქციელი

ირანის პრეზიდენტი: ისრაელს ვაიძულებთ, ინანოს თავისი სულელური საქციელი

გუშინ, 21:22 - 2025
275
       

„ირანი აიძულებს ისრაელს, ინანოს თავისი სულელური საქციელი“, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.
 
მასუდ ფეზეშქიანის თქმით, ამ ქმედებამ უხეშად დაარღვია ყველა საერთაშორისო ვალდებულება.
 

„გუშინ ღამით ჩვენ ვიხილეთ სიონისტური რეჟიმის სასტიკი აგრესია თეირანისა და ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქების წინააღმდეგ. თავდასხმა, რომელმაც გამოიწვია მრავალი ბავშვისა და ქალის, უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის, სამხედრო მეთაურებისა და ბირთვული მეცნიერების სიკვდილი. ამ აღმაშფოთებელმა ქმედებამ, რომელმაც უხეშად დაარღვია ყველა საერთაშორისო ვალდებულება, კიდევ ერთხელ დაადასტურა სიონისტური რეჟიმის კრიმინალური ბუნება. ირანის ლეგიტიმური და ძლიერი პასუხი მტერს აიძულებს, ინანოს თავისი სულელური ქმედებები. დღეს, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ირანელ ხალხს სჭირდება ერთიანობა, ნდობა, თანაგრძნობა, სოლიდარობა და ერთგულება“, - განაცხადა ფეზეშქიანმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები