ისრაელმა ირანზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა, ინფორმაციას ამის შესახებ ირანის სახელმწიფო მედია ადასტურებს.
The Jerusalem Post ირანის სახელმწიფო მედაზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ფორდოვის ბირთვულ ობიექტს დაარტყეს.
გამოცემის თანახმად ისრაელს აქვს საკმარისი შესაძლებლობები, რათა მნიშვნელოვნად დააზიანოს ფორდოვი, რომელიც მთის ძირში მდებარეობს.
ასევე ირკვევა, რომ თავდაცვითმა სისტემებმა დედაქალაქის სამხრეთისაკენ მიმართული რაკეტების განადგურება მოახერხეს, ხოლო მის დასავლეთ მხარეს, მედიის ცნობით, გაისმა აფეთქებების ხმა.