ისრაელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხურავს საელჩოებს და საკონსულო მომსახურებას არ გაწევს.
 
ამის შესახებ განცხადებას ისრაელის საელჩოები ავრცელებენ.
 
„ბოლო მოვლენების ფონზე, მსოფლიოს მასშტაბით ისრაელის [დიპლომატიური] მისიები დახურული იქნება და საკონსულო მომსახურება არ გაიწევა“, - ნათქვამია განცხადებაში.
 
 
    
    
 
 








 
                    
                 
                    
                 
                    
                 
                    
                 
                    
                 
                    
                 




 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
