ინდოეთის დასავლეთ ნაწილში, გუჯარათის შტატის ქალაქ აჰმედაბადის აეროპორტთან Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. თვითმფრინავმა კატასტროფა აფრენისთანავე განიცადა.
ავიაკომპანია Air India-ს განცხადებით, თვითმფრინავი აჰმედაბადიდან ლონდონის გეთვიკის აეროპორტის მიმართულებით მიემგზავრებოდა.
გამოცემა Reuters-ის ცნობით ბორტზე 242 ადამიანი იმყოფებოდა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი ადამიანი დაშავდა შემთხვევის შედეგად.
ადგილობრივ მედიაში გავრცელდა კადრები, რომელშიც აეროპორტთან ახლოს ძლიერი კვამლი ჩანს და დაშავებულები საკაცეებით გადაჰყავთ.