სასამართლომ მათე დევიძეს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო. საქმის პროკურორი ანა ხუბეჯაშვილი იყო.
გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაკავების დღიდან დაიწყება. წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო სასჯელს გამოექვითება.
მათე დევიძე განაჩენს სხოდმათა დარბაზში არ დასწრებია.
პოლიციამ 2003 წელს დაბადებული მათე დევიძე 19 ნოემბერს, არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, დააკავა.
დევიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.