პოლონეთმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე მუშაობა დაიწყო

პოლონეთმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე მუშაობა დაიწყო

გუშინ, 08:04 - 2025
453
       

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პარლამენტში არალეგალურ მიგრაციაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში საქართველო ახსენა.


კერძოდ, ტუსკის თქმით, მზად არის, არსებული მეთოდები გამოიყენოს, საერთაშორისო სამართლის შესაცვლელად, რათა არალეგალური მიგრაციის რისკი, მინიმუმამდე შემცირდეს.

„სრულიად მზად ვარ, რომ ყველა არსებული მეთოდი გამოვიყენო საერთაშორისო სამართლის შესაცვლელად, რათა არალეგალური მიგრაციის რისკი, მიგრაციის ეს ტალღა, მინიმუმამდე შევამციროთ.

რეალობა ისაა, რომ თითქმის ყოველ დღე ვაწარმოებთ უცხოელების მათ ქვეყნებში დეპორტაციებს. 4 დღის წინ კრიმინალურ აქტივობებში ეჭვმიტანილი 50 ქართველი იქნა დეპორტირებული.

უკვე ვისაუბრე და ჩავერთე ამ საკითხში. საჭირო უმრავლესობას ვქმნით, რათა შევზღუდოთ ან შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა, მათ შორის საქართველოსთან. კი, ეს ჩემი განზრახვაა, იმის სრულად გათვალიწინებით, რომ ქართველების ერთი მესამედი ისეთი ხალხი, ვისაც სრულად სურს ჩვენი ღირებულებების გაზიარება, მაგრამ ვიცით, რა არის პრობლემა.

ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ბოდიში ქართველებთან, ვისაც შეიძლება ეწყინოს, მაგრამ მთლიანობაში ხალხის უვიზოდ შემოსვლის შეზღუდვის ძლიერი მხარდამჭერი ვარ იმ ქვეყნებიდან, როლებიც, როგორც საქართველო, აღარ სცემენ პატივს სტანდარტებს, [ქვეყნებიდან] რომლებიც ავტორიტარულ მმართველობას ეხება, ასევე, ქვეყნებიდან, საიდანაც მიგრაცია პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართლებრივ წესრიგს ან საზოგადოებრივ წესრიგს ჩვენს ქვეყანაში ან ევროპაში.

მსგავს აქტივობებს ვაწარმოებ. როგორც იცით, ეს ეროვნულ დონეზე მისაღები გადაწყვეტილება არ არის“, - განაცხადა ტუსკმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები