იოსელიანი „ქართულ ოცნებას“: ვნახეთ კონკრეტული სცემის კადრები, რომელიმე პოლიციელი დაისაჯა?!

იოსელიანი „ქართულ ოცნებას“: ვნახეთ კონკრეტული სცემის კადრები, რომელიმე პოლიციელი დაისაჯა?!

10-06-2025, 19:28 - 2025
496
       

„ვნახეთ აქციებზე ნაცემი ადამიანები - ესეც ხომ არ არის საკამათო?! იქ სადაც ჩანს, ვინ სცემს, ერთი შემთხვევა მაინც შეგიძლიათ მითხრათ, რომელიმე პოლიციელი პასუხისგებაში თუ არის მიცემული? ასეთი შემთხვევა არ არის!“, - ასე მიმართა მმართველი უმრავლესობის წევრებს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.
 
იოსელიანმა ამ კონტექსტში განაცხადა ისიც, რომ სამართალი ცალმხრივი ვერ იქნება.
 
ამასთან, იოსელიანის ინფორმაციით, საპროტესტო აქციების დაშლის დროს ცემა ხდებოდა დაკავებისას, ასევე მანქანებში - ე.წ. სამარშუტო ტაქსებში და ე.წ. კორიდორებში. როგორც იოსელიანმა განაცხადა, როდესაც აკავებდნენ, ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
 

„მე მათ [ნაცემ პირებს] პირადად შევხვდი. ისინი მიუთითებდნენ დაკავების დროს არასათანადო მოპყრობაზეც, ცემაზე, მანქანებში ცემაზე. რაც მართალია მართალია - ცემას წინასწარი დაკავების იზოლატორებში ადგილი არ ჰქონია, მაგრამ მანამდე ძალადობას ჰქონდა ადგილი და ბევრი მათგანი საავადმყოფოში იყო. ამოცანაა ის, ვინც დაარღვევს კანონს, კანონის შესაბამისად დაისაჯოს, მაგრამ ვინც პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავს, მის მიმართ არანაირი ძალა არ იყოს გამოყენებული. სამართალი ცალმხრივი ვერ იქნება. თუ ვიღაცამ დააშავა, ამისთვის არსებობს კანონი და თუ პოლიციელმა დააშავა, კანონი ამისთვისაც არსებობს და მიდგომა თანაბარი უნდა იყოს. დღეს მე ვერ ვხედავ, რომ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხზე საუბარი მაინც იყოს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები