შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ზვიად ხარაზიშვილს („ხარება“) რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს.
ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთი ცვლილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს შეეხო - აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე რომან ქარცივაძე დაინიშნა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში