უკრაინამ დრონების დეტალების მწარმოებელ რუსულ ქარხანაზე იერიში მიიტანა

უკრაინამ დრონების დეტალების მწარმოებელ რუსულ ქარხანაზე იერიში მიიტანა

9-06-2025, 14:48 - 2025
452
       

9 ივნისის ღამეს უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ქვედანაყოფმა, რუსეთში, ჩუვაშეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ჩებოქსარში მდებარე ქარხანაზე იერიში მიიტანა.
 
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემების თანახმად, ქარხანაში ЗНИИР-Прогресс რუსული უპილოტო საფრენი აპარატებისთვის აუცილებელი დეტალები, მათ შორის შაჰედების ანტენები იწარმოება.
 
შტაბის განმარტებით, თავდასხმა „მეტოქის მიერ საჰაერო თავდასხმის საშუალებების წარმოების შემცირების“ მიზნით დაიგეგმა.
 

„საწარმოებზე შეტევა, რომლებიც რუსული შეიარაღებული აგრესიას ამარაგებენ, გაგრძელდება“, - წერია გენშტაბის განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები