სააკაშვილი: ის რაც მოუწყეს ბოკუჩავას ოჯახს - ეს არის, კადიროვის ჩეჩნეთი

სააკაშვილი: ის რაც მოუწყეს ბოკუჩავას ოჯახს - ეს არის, კადიროვის ჩეჩნეთი

9-06-2025, 14:31 - 2025
505
       

„მინდა მივესალმო საამაყო, უმაგრეს თინათინ ბოკუჩავას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესა და უმაგრეს პოლიტიკურ ლიდერს. ის რაც მოუწყეს მის [კოტე იოსელიანს] მეუღლეს და მის ოჯახს გუშინ, ეს აღარ არის რუსეთი - ჩვენ ვიძახით, რომ არ გვინდა რუსეთი საქართველოში - რუსეთი აღარ არის ეს, ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი! კადიროვი იტაცებს ასე ხალხს, კადიროვი აწერინებს მათ ვიდეოებს, კადიროვი აშინებს მათ ოჯახის უსაფრთხოებით. ამ ბანდიტებმა დაამკვიდრეს საქართველოში კადიროვიზმი - ყველაფერს აქვს თავის საზღვარი, ხალხო! არ გვეშინია, არ გავჩუმდებით! ეს არის უკიდურესად მხდალი, უკიდურესად სუსტი რეჟიმის ქმედება - ეს „დაჩმორების“, დაშინების მცდელობა - ერთუჯრედიანი, უინტელექტო, გაუნათლებელი ქონდრისკაცების მხრიდან“, - თქვა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ჩართვისას.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები