ილონ მასკი ტრამპის წინააღმდეგ პოლიტიკურ პარტიას ქმნის

ილონ მასკი ტრამპის წინააღმდეგ პოლიტიკურ პარტიას ქმნის

გუშინ, 23:56 - 2025
96
       

Tesla-ს და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორ ილონ მასკი პლატფორმა X-ზე მის მიერვე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს ეხმაურება.
 

„ხალხმა თავისი სიტყვა თქვა - ამერიკაში ახალი პოლიტიკური პარტიაა საჭირო, რომელიც შუაში მყოფ 80%-ს წარმოადგენს და ზუსტად 80% ეთანხმება. ეს ბედია“, - წერს მასკი სოციალურ ქსელში.

 
მანამდე გამოქვეყნებულ გამოკითხვაში მან X-ის მომხმარებლებს შემდეგი კითხვა დაუსვა - „დადგა დრო ამერიკაში შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც რეალურად წარმოადგენს იმ 80%-ს, რომელიც შუაში დგას?“.
 
მიმდინარე კვირაში SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორსა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირება მოხდა. 
 
NBC News-თან სატელეფონო საუბარში ტრამპმა აღნიშნა, რომ თუ მასკი იმ დემოკრატ კანდიდატებს დააფინანსებს, რომლებიც სადავო საკანონმდებლო პაკეტს ეწინააღმდეგებიან, ამას „სერიოზული შედეგები“ მოჰყვება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები