უკრაინამ ევროკომისიას გადაუგზავნა ოფიციალური შეტყობინება, რომ დაასრულა ყველა საჭირო საკანონმდებლო პროცედურა ევროკავშირის როუმინგის ზონაში გაწევრიანებისთვის.
ამის შესახებ ინფორმაცია „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
„კომისიამ დღეს მიიღო უკრაინის საბოლოო შეტყობინება იმის შესახებ, რომ მიღებულია ყველა საჭირო კანონი, რათა ქვეყანა ევროკავშირის როუმინგის ზონის წევრი გახდეს. მოლდოვა ასევე მალე გააგზავნის იმავე შეტყობინებას. მოლდოვა და უკრაინა ამ ზონას 2026 წლის 1 იანვრიდან შეუერთდებიან“, - წერს ჟურნალისტი.