უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიაზე „სუ-35“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიაზე „სუ-35“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს

გუშინ, 14:47 - 2025
182
       

უკრაინის საჰაერო ძალებმა დღეს დილით კურსკის მიმართულებით, წარმატებული ოპერაციის შედეგად, რუსული „სუ-35“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს.  ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
 
მოიერიშე თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ სხვა დეტალები, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.
 
საჰაერო ძალებმა გამოაქვეყნა დრონით გადაღებული ვიდეო, სადაც ასახულია, როგორ იწვის განადგურებული საბრძოლო თვითმფრინავი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები