აქტივისტ უჩა ქემაშვილს სასამართლომ „ოცნების“ დროშის დაწვის გამო 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

აქტივისტ უჩა ქემაშვილს სასამართლომ „ოცნების“ დროშის დაწვის გამო 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

დღეს, 03:10 - 2025
222
       

აქტივისტ უჩა ქემაშვილს სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
 
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით თეთრაულმა მიიღო.
 
ცნობისთვის, აქტივისტი, უჩა ქემაშვილი 26 მაისს ვარკეთილში, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება 173-ე მუხლით მიმდინარეობდა, რომელიც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. თუმცა როგორც დაკავებული აქტივისტი განმარტავდა, მის წინააღმდეგ დევნა რუსთაველის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის გამო დაიწყო.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები