დიდი ბრიტანეთი ომისთვის მზადყოფნის რეჟიმში გადავიდა

დიდი ბრიტანეთი ომისთვის მზადყოფნის რეჟიმში გადავიდა

3-06-2025, 02:06 - 2025
766
       

„ჩვენ ომისთვის მზადყოფნის რეჟიმში გადავდივართ და ეს იქნება ჩვენი შეიარაღებული ძალების მთავარი ამოცანა“, - ამბობს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი.
 
სტარმერი განმარტავს, რომ ომისთვის მზადყოფნა საუკეთესო გზაა მომდინარე საფრთხის შესაკავებლად.
 

„როდესაც სახელმწიფოები განვითარებული შეიარაღებული ძალებით პირდაპირ გვემუქრებიან, მათი შეკავების ყველაზე ეფექტური გზა მზადყოფნაა და მათთვის ჩვენება, რომ ჩვენ მზად ვართ, მშვიდობას სიძლიერით მივაღწიოთ“, - თქვა სტარმერმა.

სტარმერის თქმით, ევროპის დასაცავად გაერთიანებულ სამეფოში აშენდება, სულ მცირე, 6 ახალი საბრძოლო მასალის ქარხანა, ათასობით შორი რადიუსის იარაღი. მან ასევე აღნიშნა, რომ გაიზრდება საჰაერო თავდაცვის სისტემებში ინვესტირება და შეიქმნება „ჰიბრიდული სამეფო ფლოტი“, რომელიც შედგება დრონებით აღჭურვილი საბრძოლო გემებით, წყალქვეშა გემებითა და გამანადგურებლებით.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები