რუსეთში ეძებენ პირს, რომელიც ავიაბაზებზე თავდასხმაში მონაწილეობდა

რუსეთში ეძებენ პირს, რომელიც ავიაბაზებზე თავდასხმაში მონაწილეობდა

3-06-2025, 02:01 - 2025
683
       

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, ქალაქ უსტ-კუტის ადმინისტრაციამ, სამხედრო აეროდრომებზე უკრაინული თავდასხმის ორგანიზებაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილზე ძებნა გამოცხადა.
 
ძებნაში მყოფი 37 წლის დონეცკში დაბადებული არტემ ტიმოფეევია.
 
რუსული მედიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი იმ ოთხი სატვირთო მანქანის მფლობელია, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურებმა თავდასხმისთვის გამოიყენეს.
 
როგორც მედია Baza წერს, ერთ-ერთმა მძღოლმა გამოძიებას უთხრა, რომ ტიმოფეევმა მურმანის ოლქელი ბიზნესმენისგან, ოთხი მობილური სახლის გადატანის შეკვეთა მიიღო. ჩვენების მიხედვით, მძღოლს უცხო პირი პერიოდულად მობილური ტელეფონით უკავშირდებოდა და მითითებებს აძლევდა. ბოლო გაჩერება როსნეფტის ბენზინგასამართი სადგური აღმოჩნდა, რომლიდანაც მურმანსკის სამხედრო აეროდრომზე უკრაინელებმა დრონებით იერიში მიიტანეს.
 
სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოპერაციის ყველა მონაწილე უკვე უკრაინაში იმყოფება და ნებისმიერი სახის დაკავება, „პუტინის რეჟიმის მიერ დადგმული, ადგილობრივ მომხმარებელზე გათვლილი სპექტაკლი იქნება“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები