წულუკიანის კომისაზე გამოუცხადებლობის საქმე, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი გადაიდო. არსებითი განხილვის სხდომა 13 ივნისს, 11:00 საათზე გაიმართება.
პროცესის გადადების მიზეზი, დღევანდელ სხდომაზე ნიკა გვარამიას გამოუცხადებლობა გახდა. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გვარამიას ადვოკატს, ქეთი ჩომახაშვილს განუცხადა, რომ მომდევნო სხდომაზე შესაბამისი ცნობა უნდა წარადგინონ გვარამიას გამოუცხადებლობის მიზეზებთან დაკავშირებით.
ქეთი ჩომახაშვილის განცხადებით, გვარამია საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრაზე იმყოფება და ამიტომ ვერ გამოცხადდა პროცესზე.
წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის გვარამიას 30 000-ლარიანი გირაო 17 აპრილს შეეფარდა. მას გირაოს გადახდისთვის 50-დღიანი ვადა მისცეს, რომელიც 7 ივნისს იწურება. გვარამიას საჯარო პოზიციაა, რომ გირაოს არ გადაიხდის.