გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავიდან გლდანის ციხეში გადაიყვანეს

გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავიდან გლდანის ციხეში გადაიყვანეს

3-06-2025, 01:47 - 2025
601
       

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავიდან გლდანის ციხეში გადაიყვანეს.
 
ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა განაცხადა. 
 

„გიორგი ბაჩიაშვილი გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში 31 მაისს გადაიყვანეს. მიზეზად მისთვის ლოჯისტიკური ხასიათის საკითხები დაასახელეს. კერძოდ, გარდა იმისა, რომ ის მსჯავრდებულია, ასევე არის ბრალდებული და სასამართლო განხილვებში მონაწილეობა უნდა მიიღოს - ეს იყო გაცხადებული მიზეზი. მისი საპატიმრო პირობები უცვლელია. გიორგი თავს მხნედ გრძნობს. შაბათ-კვირის გარდა, მასთან კომუნიკაცია მუდმივად, ყოველდღიურ რეჟიმში გვექნება და მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მივიღებთ“, - თქვა ჯანდიერმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები