უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეცოპერაცია „აბლაბუდას“ შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ოპერაციის შედეგად მეტოქემ $7 მილიარდის ზარალი მიიღო.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „აბლაბუდას“ შედეგად რუსეთის სტრატეგიული თვითმფრინავების 34% დაზიანდა.
გთავაზობთ სრულ განცხადებას:
„7 მილიარდი აშშ დოლარი - ესაა მტრის სტრატეგიული ავიაციის ღირებულება, რომელიც დღეს უსაფრთხოების სამსახურის სპეცოპერაცია „აბლაბუდას“ შედეგად დაზიანდა. რუსეთის ძირითადი ავიაბაზების ტერიტორიაზე სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების მატარებელი თვითმფრინავების 34% დაზიანებულია. სპეცოპერაციის დეტალებს მოგვიანებით გახდება ცნობილი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მტერი ჩვენი მიწიდან გავაძევოთ! იერიშები მიგვაქვს ზღვაზე, ჰაერსა და ხმელეთზე. თუ საჭირო გახდა, მიწის ქვეშიდანაც მივწვდებით. დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!“.