უკრაინულმა დრონებმა პირველად შეუტიეს ციმბირს.
რეგიონზე თავდასხმის შესახებ ტელეგრამ არხზე ირკუტსკის ოლქის გუბერნატორი იგორ კობზევი იუწყება
„სოფელ სრედნიში სამხედრო ნაწილზე დრონებით თავდასხმა მოხდა. პირველად ციმბირში. პირველი დარტყმა ნოვომალტინსკში ძველ შენობაზე განხორციელდა. უპილოტო საფრენი აპარატების ზუსტი რაოდენობა ჯერ არ არის დათვლილი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ოპერატიული და უსაფრთხოების სამსახურები: FSB-ის ოფიცრები, საგანგებო სიტუაციების სამინისტრო და რუსეთის ეროვნული გვარდიის მებრძოლები“, - წერს კობზევი.
კობზევის თქმით, ისევე როგორც მურმანსკის მახლობლად მდებარე ოლენიას აეროპორტის შემთხვევაში, თავდასხმა განხორციელდა დრონებით, რომლებიც სატვირთო მანქანის უკანა მხრიდან გამოფრინდნენ.
დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყება რიაზანის ადგილობრივი გუბერნატორი პაველ მალკოვიც, თუმცა არ ამხელს რომელი ობიექტი იყო თავდასხმის სამიზნე.
„ბავშვთა დაცვის დღეს ტერორისტებმა მორიგი თავდასხმა განახორციელეს ჩვენს რეგიონზე. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტმა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დააზიანა; მატერიალური ზარალი ფასდება“, - წერს ის Telegram-ზე.