შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი მივიდა.
„ინტერპრესნიუსს“ კითხვაზე, თუ რას იტყოდა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ მან დაკავებული თანამდებობდა შესაძლოა დატოვოს, უპასუხა, რომ „ყველაფერი შესაძლებელია“.
„არანაირი სურვილი არ მაქვს ახლა ამ ჩაწერების და მიმოწერების“, - განაცხადა ხარაზიშვილმა.
კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა რომ თანამდებობა დატოვოს, გდდ-ს ხელმძღვანელმა ეს არ გამორიცხა.
ფოტო: IPN