ბაჩიაშვილი: 24 მაისს გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, 2 დღე თვალახვეული მატარეს

ბაჩიაშვილი: 24 მაისს გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, 2 დღე თვალახვეული მატარეს

29-05-2025, 15:03 - 2025
1 301
       

თბილისის საქალაქო სასამართლოში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო.
 
ბაჩიაშვილი პროცესზე სიტყვით გამოვიდა და მისი გატაცებისა და დაკავების დეტალებზე ისაუბრა:
 

„არანაირად არ ვარ დამნაშავე არც ერთ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ჩემს წინააღმდეგ იყო ფაბრიკაცია. დღეს ვარ ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი. დღეს მინდა ახალი, ძალიან დიდი საერთაშორისო დანაშაულის შესახებ მინდა შეგატყობინოთ - რომელიც პირდაპირ ივანიშვილის დაკვეთით მოხდა. შაბათს, 24 მაისს მე გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, თვალები ამიხვიეს, 2 დღე თვალახვეული მატარეს ადვოკატის, პროკურორის, მოსამართლის და ოჯახის შეტყობინებისა და დალაპარაკების საშუალების გარეშე. შემდეგ აირზენას თვითმფრინავში ჩამსვეს და ყველა კანონის დარღვევით ჩამომიყვანეს მოტაცებული საქართველოში“, - თქვა ბაჩიაშვილმა.

26 მაისს, სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ბაჩიაშვილი   წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ დააკავეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები