მელია: ზურაბიშვილმა გამოხატა ძალიან ბუნდოვანი პოზიცია

მელია: ზურაბიშვილმა გამოხატა ძალიან ბუნდოვანი პოზიცია

27-05-2025, 10:06 - 2025
464
       

„სცენიდან ზურაბიშვილმა გამოხატა ძალიან ბუნდოვანი პოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე არშესვლასთან დაკავშირებით და კითხვის ნიშნები დატოვა, პირად პოზიციას აჟღერებდა თუ პლატფორმაზე არსებული ყველა პარტიის სახელით საუბრობდა“, - ამის შესახებ „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
 
მელიას თქმით, ერთობა და კოორდინაცია, მნიშვნელოვანია, იყოს მკაფიო და მყარ პრინციპზე დაფუძნებული.
 

„26 მაისს ვულოცავ დამოუკიდებლობისთვის მუდმივად მებრძოლ ხალხს, ვულოცავ პოლიტიკურ პატიმრებს - მათი ბრძოლა, პრინციპულობა და გაუტეხელობა მოიტანს შედეგს, მოიტანს ცვლილებას. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს. თუმცა ცვლილებას სჭირდება პოლიტიკური მკაფიოობა. სცენიდან ზურაბიშვილმა გამოხატა ძალიან ბუნდოვანი პოზიცია ადგილობრივ არჩევნებზე არშესვლასთან დაკავშირებით და კითხვის ნიშნები დატოვა, პირად პოზიციას აჟღერებდა თუ პლატფორმაზე არსებული ყველა პარტიის სახელით საუბრობდა. იმედს ვიტოვებ, რიგი პოლიტიკური პარტიები ახლა მაინც დააფიქსირებენ მკაფიო პოზიციას. ერთობა და კოორდინაცია, მნიშვნელოვანია, იყოს მკაფიო და მყარ პრინციპზე დაფუძნებული“, - წერს მელია.

აქციაზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „არჩევნები უნდა იყოს ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი ან, ბოლოსდაბოლოს, თუ სხვა არა, ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი“.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები