პაატა ბურჭულაძე: ვისურვებდი, ზურაბიშვილისგან კონკრეტიკა ყოფილიყო

პაატა ბურჭულაძე: ვისურვებდი, ზურაბიშვილისგან კონკრეტიკა ყოფილიყო

27-05-2025, 09:45 - 2025
559
       

„ამდენი ხალხი როდესაც იკრიბება, რაღაც გეგმა უნდა დაიდოს და უნდა დავიწყოთ ამაზე მუშაობა, ფუჭი სიტყვების ასე სროლა, მგონი, უკვე აღარ შეიძლება, რაღაც უნდა მოხდეს, რადგან არ შეიძლება ამდენი ლაპარაკი და არაფრის გაკეთება“, - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
 
მისი თქმით, ისურვებდა, რომ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ გამოსვლაში ცოტა კონკრეტიკა ყოფილიყო.
 

„მე ვისურვებდი, რომ ცოტა კონკრეტიკა ყოფილიყო, თუ რა უნდა გავაკეთოთ. ამაზე ჩემი აზრით, საერთოდ არაფერი იყო ნათქვამი“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

 
წამყვანის შეკითხვაზე, სალომე ზურაბიშვილმა უნდა დაასახელოს, როგორი უნდა იყოს შემდგომი გეგმა თუ რეალურმა პოლიტიკურმა აქტორებმა ან საზოგადოებამ, პაატა ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ამდენი ხალხი როდესაც იკრიბება, რაღაც გეგმა უნდა დაიდოს და უნდა დაიწყოს ამაზე მუშაობა.
 
„რა თქმა უნდა, მაგას ვიძახით უკვე რამდენი ხანია, 13 წელია, რომ უნდა გავერთიანდეთ და უნდა დავამხოთ რეჟიმი, მაგრამ როგორ, რა უნდა გავაკეთოთ? ეს უნდა იყოს ნათქვამი. ფუჭი სიტყვების ასე სროლა, მგონი, უკვე აღარ შეიძლება, რადგან ამ შექმნებით და რაღაცების გადატან-გადატანით მოვიდა უკვე 2028 წელი, მერე მოვა 2030, მერე მოვა 2032 და ჩვენ სულ ვიქნებით რაღაცის შექმნებში. უნდა იყოს კონკრეტული გზა - ხვალ ვაკეთებთ ამას, ზეგ ვაკეთებთ ამას, მაზეგ ვაკეთებთ ამას. ჩემი აზრით, ჩვენ უნდა დავცხოთ უკვე გეგმა, რომ ახალ წელს ჩვენ უნდა შევხვდეთ ამ რეჟიმის გარეშე და ამ რეჟიმის გარეშე შეხვედრა არის ძალიან რეალური ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ჩვენ ვერთიანდებით, ეს უკვე დაწყებულია. ოთხი შეხვედრა უკვე გვქონდა, ჩვენ დავსვით ეს პოლიტიკური პარტიები ერთად, რომლებმაც ამბიციები წაიღეს უკან და ძალიან კარგად უნდა შევუტიოთ. უკვე ვსახავთ გეგმას, გავდივართ რაიონებში და ხალხი მოგვყავს რაიონებიდან რუსთაველზე, რადგან რუსთაველზე წყდება საქართველოს ბედი. ჩვენ აქ ვართ ახლა, დღეს და ეს ხალხი არის გმირი, ვინც ასე აგრძელებს. არავის ეგონოს, რომ ამის შეწყვეტა შეიძლება, ზაფხულშიც უნდა გაგრძელდეს და უნდა გაგრძელდეს, ვიდრე საჭირო იქნება. აი, ასეთი რაღაც კონკრეტული ნაბიჯები უნდა იყოს თარიღების მიხედვით დათქმული. ასე თეორიულად ყველგან წერია, მაგას თქმა აღარ უნდა, მგონი. მაპატიეთ, ცოტა კრიტიკული რომ ვარ, მაგარამ უკვე რაღაც უნდა მოხდეს, რადგან არ შეიძლება ამდენი ლაპარაკი, ლაპარაკი და არაფრის გაკეთება“, - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები