პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქართველ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობის, სოლიდარობისა და კეთილდღეობის საუკეთესო სურვილებს. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა.