აშშ-ის დედაქალაქის, ვაშინგტონის მერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და წერს, რომ მისი გადაწყვეტილებით, 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
„აშშ-ის დედაქალაქის ვაშინგტონის მერი, მარიელ ბაუზერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა“, - წერს საქართველოს საელჩო აშშ-ში.