ღაზა: დილით ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

ღაზა: დილით ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

25-05-2025, 18:43 - 2025
1 266
       

ისრაელის სამხედრო ოპერაციას დღეს დილით, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. 
 
ამის შესახებ ინფორმაციას არაბული მედია ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
 
დაღუპულთა შორის შვიდი პალესტინელია, რომლებიც ჩრდილოეთ ღაზაში, საცხოვრებელ სახლზე თავდასხმის დროს დაიღუპნენ.
 
ისრაელის არმიამ იერიში მიიტანა ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ აბასან ალ-კაბირაზე, სადაც, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
 
არაბულ ანკლავში ისრაელის სახმელეთო ოპერაცია მიმდინარეობს და ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის მთელი რეგულარული არმია და ჯავშანტექნიკა ამჟამად ღაზაში იმყოფება.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები