არსებული ინფორმაციით, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, თურქულმა მხარემ, სოფელ მუხურის გამგებელი, ბაკურ ქომეთიანი დააკავა. როგორც ცნობილია, საქმე ეხება ნარკოტიკებს.
ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, მუხურის გამგებელი თანმხლებ პირთან ერთად საზღვარს კვეთდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ნაქირავებ ავტომობილში ნარკოტიკი აღმოუჩინეს.
ქართული საგამოძიებო ორგანოები მომხდარზე ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ავრცელებენ.