ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობაში ჭერი ჩამოინგრა.
არსებული ინფორმაციით, ჩამონგრევის დროს დაზიანება მიიღო მოქალაქემ. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის აპრილში შენობის მეორე სართულზე, ხანძარი გაჩნდა, რის გამოთაც შენობა სრულიად დაკარგა ფუნქცია. ამ დრომდე კი შენობის რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია არ დაწყებულა.