უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის რადიოლოკაციური სადგური გაანადგურა

უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის რადიოლოკაციური სადგური გაანადგურა

20-05-2025, 02:07 - 2025
1 436
       

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა შავ ზღვაში გაანადგურა რუსეთის რადიოლოკაციური სადგური და ნავთობის შემნახველი რამდენიმე საწყობი.
 
როგორც უშიშროების სამსახური აცხადებს, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მე-13 მთავარი დირექტორატის თანამშრომლებმა საზღვაო და საჰაერო დრონების გამოყენებით კომბინირებული სპეცოპერაცია ჩაატარეს. შედეგად განადგურდა ნევის რადარი და საწყობები.
 
უწყება ტელეგრამ არხზე ჩატარებული სპეცოპერაციის ვიდეომასალასაც აქვეყნებს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები