სპეციალურ საგამოძიებო სამსახური გაუქმდება

სპეციალურ საგამოძიებო სამსახური გაუქმდება

დღეს, 01:54 - 2025
175
       

„ქართული ოცნება“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აუქმებს და პროკურატურას უერთებს.
 
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.
 
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კოკა კაციტაძე ხელმძღვანელობს, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერაა სანქცირებული. კაციტაძეს 10 აპრილს, შსს-ს მაღალჩინოსნებთან ერთად, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის დასანქცირდა.
 

„გიდასტურებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეუერთდება საქართველოს გენერალურ პროკურატურას. საზოგადოებისთვის დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საქართველოს პარლამენტში,   ბიუროს წარედგინება  საკანონმდებლო ინიციატივა, რომელშიც დეტალურად იქნება განმარტებული ცვლილებების საჭიროება და ფორმები“, - ამბობენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები