ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით დღეს ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისი აღევლინება და სამების ტაძრისკენ საზეიმო მსვლელობა მოეწყობა.
საპატრიარქოს ინფორმაციით, ტაძრების წინამძღვრებს მიეცათ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს ლოცვა-კურთხევა მრევლთან ერთად ლოცვით მსვლელობაში ჩაერთონ.
მსვლელობის მონაწილეები 13:00 საათზე ქაშვეთის ტაძარში შეიკრიბებიან, სადაც 14:00 საათზე პარაკლისი აღევლინება, შემდეგ კი სამების საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობა დაიწყება.
ფოტო: IPN