ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისი მიმდინარეობს, რომელსაც მეუფე შიო აღავლენს.
პარაკლისს ესწრება საქართველოს ე.წ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე, მიხეილ ყაველაშვილი და როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
პარალელურად, რუსთაველის გამზირზე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალქეები იკრიბებიან.
პარაკლისის დასრულების შემდეგ მოქალაქეები სამების ტაძრისკენ საზეიმო მსვლელობას მოაწყობენ.
ცნობისთვის, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 2014 წელს გამოაცხადა.
ფოტო:IPN