დღეს თბილისში, მტკვარში ჩავარდნილი ავტომობილის მგზავრების სამძებრო-სამაშველო ოპერაციისას უცნობი ცხედარი აღმოაჩინეს.
24News.ge-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ნაპოვნი ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. არსებული მონაცემებით, ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ცხედარი ეკუთვნის გარდაბნელ, 21 წლის აიტაჯ მამედოვას, რომელიც მტკვარში მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან 1-ელ აპრილს გადავარდა.
შეგახსენებთ, რომ აითაჯ მამედოვას პოვნას ოჯახი საკუთარი ძალებით 1-ელი აპრილის შემდეგ ცდილობდა.
მტკვარში სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის თანამშრომლები, უკვე თითქმის 24 საათია, მდინარეში გადავარდნილი მანქანის მგზავრებს ეძებენ.